მალკომისთვის 3 გუნდი იბრძვის

372

Catalunya Radio-ს ცნობით, “ბარსელონა” მალკომის გაყიდვის წინააღმდეგი არ არის.

კატალონიური კლუბის დატოვებას თავად ბრაზილიელიც ლამობს, რადგან ანტუან გრიზმანის მოსვლის შემდეგ, მისი შანსები კიდევ უფრო შემცირდა.

გავრცელებული ინფორმაციით, “ბლაუგრანას” შემტევისთვის იბრძვის სამი გუნდი: “არსენალი”, “ევერტონი” და “სენტ-ეტიენი”.

ლონდონელები სამხრეთ ამერიკელს უილფრიდ ზაას შემცვლელად განიხილავენ, რომლის ტრანსფერი “მეთოფეებში” ჩაიშალა.

მალკომის სახელი ცოტა ხნის წინ დაუკავშირეს ყოფილ კლუბსაც – “ბორდოსაც”.

წყარო: goal.ge

SHARE