„მანე აფრიკელი რომ არ იყოს, ოქროს ბურთს მოიგებდა“

314

“კრისტალ პალასის” ნახევარმცველმა, შეიხუ კუიატემ, სადიო მანეს შესახებ საინტერესო განცხადება გააკეთა:

“მანე ევროპელი ან ბრაზილიელი რომ იყოს, ოქროს ბურთს აუცილებლად მოიგებდა.

ამას იმიტომ არ ვიძახი, რომ ის ჩემი თანამემამულეა, უბრალოდ გადახედეთ მის მიღწევებს გასულ სეზონში.

მესი შესაძლოა ისტორიაში საუკეთესოც არის, მაგრამ არა 2019 წელს. რა უნდა გააკეთოს სადიომ ოქროს ბურთის მოსაგებად?

გახდეს უფრო აქტიური სოციალურ ქსელებში და ჩაიცვას ძვირადღირებული ტანსაცმელი”, – განაცხადა სენეგალელმა.

წყარო: goal.ge

SHARE