მანჩესტერ სიტი ორი დღეა ჩინეთში გამგზავრებას ვერ ახერხებს

426

„მანჩესტერ სიტი“ უკვე მეორე დღეა ჩინეთში გამგზავრებას ვერ ახერხებს.

ინგლისური გუნდი ჩინეთში წინასასეზონო ტურნირ Premier League Asia Trophy-ში მონაწილეობის მისაღებად, ჯერ კიდევ შაბათს უნდა გაფრენილიყო.

მაგრამ, მოულოდნელი ადმინისტრაციული შეცდომის გამო, „ქალაქელთა“ ჩარტერული რეისი ერთი დღით გადაიდო. Manchester Evening News-ის ინფორმაციით, ავიაკომპანია Thomas Cook-მა კიდევ ერთი შეცდომა დაუშვა და საჰაერო სივრცეში ადგილი ვერ დაიბევა.

„მანჩესტერ სიტი“ იმედოვნებს, რომ ფრენა დღეს, 15 ივლისს მაინც შედგება, რადგან გუნდს ოთხშაბათს „ვესტ ჰემთან“ პირველი მატჩი აქვს დაგეგმილი.

წყარო: goal.ge

SHARE