მარიამ ბოლქვაძემ აშშ-ის ღია პირველობა მოგებით დაიწყო

482
21 წლის მარიამ ბოლქვაძემ აშშ-ის ღია პირველობის კვალიფიკაციის პირველ ეტაპზე ბრიტანელ ჰიზერ უოტსონს 6:4, 6:2 სძლია.
მეორე რაუნდში ბოლქვაძე სამხრეთკორეელ ნა-ლაე ჰანს დაუპირისპირდება, რომელმაც დაძაბულ ბრძოლაში სლოვაკ მაგდალენა რიბარიკოვას 4:6, 6:3, 6:3 მოუგო.
ბოლქვაძისა და ჰანის შეხვედრა დღეს, 21 აგვისტოს, 19:00 საათზეა ჩანიშნული.
სამწუხაროდ, ტურნირზე ეკა გორგოძე ჩინელ ქსიუ ვანგთან 1:6, 3:6 დამარცხდა და გათამაშებს გამოეთიშა.
წყარო: sportall.ge
SHARE