მარჩელო ლიპიმ თვითიზოლაციიდან წარსულს გადახედა

271

იტალიის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი მარჩელო ლიპი ვიარეჯოში თვითიზოლაციაში იმყოფება და დრო მსოფლიო 2006 წლის ჩემპიონატის მატჩების ყურებით გაჰყავს.

როგორც მარჩელომ განაცხადა, იტალია – საფრანგეთის 14 წლის წინანდელი შეხვედრა უკვე ოცჯერ მაინც ექნება ნანახი.

„ვიმედოვნებ, რომ ფეხბურთი მაისში დაბრუნდება, რაც იმის მანიშნებელი იქნება, რომ ეს პრობლემა დასრულდა. კორონავირუსის ამ საგანგებო მდგომარეობისას ვაირეჯოში სახლში მეუღლესთან ერთად ვიმყოფები. საბედნიეროდ პატარა ბაღი მაქვს და იქ ვსეირნობ. იმდე მაქვს, ფეხბურთი მხოლოდ მაშინ განახლდება, როცა კორონავირუსი დასრულდებული იქნება, რადგან ფეხბურთის მატჩების განახლება უამრავ პრობლემასთან ასოცირდება.

თვითიზოლაციაში რას ვაკეთებ? 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ყველა მატჩებს ვუყურებ, ასევე ყველა ფინალს, რომელშიც მონაწილეობა მიმიღია. ყველაზე მეტად მტკივნეული მანჩესტერში „მილანთან“ პენალტების სერიაში მარცხია. 2006 წლის მუნდიალის ფინალი რამდენჯერ ვნახე? ხშირად ვუყურებ, ალბათ ოცჯერ მაინც და ჩვენთვის ყოველთვის კარგად მთავრდება.

ზიდანის და მატერაცის ეპიზოდმა საკმაოდ გამაკვირვა. მე ზინედინს „იუვენტუსში“ ვავარჯიშებდი და არაჩვეულებრივი, უბრალო, თავმდაბალი და ჭკვიანი ადამიანია.

რატომ დაარტყა მეხუთე პენალტი გროსომ? ავსტრალიასთან ბოლო წუთზე გადამწყვეტი პენალტი მოიპოვა, გერმანიასთან დამატებითი დროის ბოლო გამარჯვების გოლი გაიტანა. მივხვდი, რომ ბოლო წუთის ადამიანი იყო და როდესაც ვუთხარი, რომ მეხუთე იქნებოდა, გაუკვირდა: „კი მაგრამ, მე?“, – თქვა ლიპიმ Rai-სთან საუბარში.

შეგახსენებთ, მარჩელო ლიპი ერთადერთი მწვრთნელია, რომელსაც მსოფლიო ჩემპიონატი, ჩემპიონთა ლიგა და აზიის ჩემპიონთა ლიგა აქვს მოგებული.

წყარო: worldsport.ge

SHARE