მერაბ შარიქაძე: თოდუას ლელოს შემდეგ…

422
“ბორჯღალოსნების” კაპიტანმა მერაბ შარიქაძემ ავსტრალიის ნაკრებთან გამართული მატჩის შემდეგ მოკლე კომენტარი მსოფლიო რაგბის ტელევიზიას მისცა.
“კარგად ვიბრძლეთ, ყველაფერი გავაკეთეთ რომ ასეთი ანგარიში არ ყოფილიყო. იმედი მაქვს, მომავალში მსგავს თამაშებში უკეთ გამოვალთ, რადგან ქულების მოპოვების გარეშე ავსტრალიის დონის გუნდებს ვერ მოუგებ. თოდუას ლელოს შემდეგ თითქოს შეგვეძლო თამაშში დაბრუნება, თუმცა ავსტრალია ძალიან ძლიერია. სამწუხაროდ, მსოფლიო თასზე ჩვენი მიზნები ვერ შევასრულეთ, როგორც ჩვენ, ისე გულშემატკივრები სულ სხვა შედეგებს ელოდნენ. თუმცა, იმედი მაქვს მომავალში ეს ახალგარდა გუნდი უკეთეს შედეგს დააფიქსირებს.”
საქართველოს ნაკებმა 2019 წლის რაგბის მსოფლიო თასზე ბოლო შეხვედრა ჩაატარა და ავსტრალიასთან დამარცხდა ანგარიშით 8:27.
წყარო: sportall.ge
SHARE