„მინდა, გულშემატკივარმა სწორად გაიგოს ჩვენი პოზიცია“… ტორპედოს კაპიტან როინ კვასხვაძის განცხადება

274

ქუთაისის “ტორპედოს” მეკარე და კაპიტანი როინ კვასხვაძე კლუბის ფეისბუქგვერდზე განცხადებას ავრცელებს:

“ტორპედოდან” არცერთი ფეხბურთელი წასულა. პირიქით, ძალიან გვინდა გავიდეთ, ვივარჯიშოთ, მოახლოებულ მატჩებს სათანადოდ მომზადებულები შევხვდეთ და ჩვენი გულშემატკივარი გავახაროთ, მაგრამ, სამწუხაროდ, იქამდე მივედით, რომ ეს ფიზიკურად აღარ შეგვიძლია.

ფეხბურთელთა დიდი ნაწილი კლუბის სამწვრთნელ ბაზაზე ცხოვრობს. ელემენტარულია, ხომ უნდა იკვებონ?! დღეს უკვე აღარც მაგის საშუალებაა! სავარჯიშო პირობები არაა, მომავალი გაურკვეველია...

“ტორპედო” არ მიგვიტოვებია! უბრალოდ, იმდენად რთულ პირობებში ვართ, ძველებურად გაჩერება შეუძლებელია.

პირადად ჩემთვის “ტორპედოს” დაშლა ძალიან მტკივნეული იქნება. “ტორპედო” არაა რიგითი კლუბი, მას გაფრთხილება უნდა. დღეს “ტორპედო” ჩვენს თვალწინ იშლება და რაღაც უნდა ვიღონოთ…”

წყარო: lelo.ge

SHARE