მოურინიო მამლებში – „ტოტენჰემს“ განსაკუთრებული გაწვრთნის

272

ყველაფერი თითქოს წინასწარ იყო დაგეგმილი – “ტოტენჰემ ჰოტსპურში” მწვრთნელი წავიდა და მეორე დღეს ახალი დაინიშნა.

გუნდის თავკაცის პოსტიდან ხელმძღვანელობამ მაურისიო პოჩეტინო 19 ნოემბერს დაითხოვა, 20-ში კი მის შემცვლელად ჟოზე მოურინიო გამოაცხადეს.

პორტუგალიელ სპეციალისტს გამოცდილება რომ საკმარისზე მეტი აქვს კარგად მოგეხსენებათ. მან ორჯერ მოიგო ჩემპიონთა ლიგა – “ინტერთან” და “პორტოსთან” ერთად. უმუშავია “რეალშიც”, “ჩელსიშიც” და “მანჩესტერ იუნაიტედშიც”.

საკითხავი მხოლოდ ის არის – რამდენად მოიწონებს “ტოტენჰემის” ფანობა მოურინიოს ფრთხილ, ჩაკეტილ სათამაშო სტილს.

წყარო: lelo.ge

SHARE