მოურინიო 2015 წელს ამბობდა „ტოტენჰემს“ არასდროს გავწვრთნიო…

337
დღეს, 20 ნოემბერს ჟოზე მოურინიო ლონდონის “ტოტენჰემ ჰოთსპურის” მთავარ მწვრთნელად დაინიშნა და ბრიტანელმა ჟურნალისტებმა პორტუგალიელს 2015 წელს ნათქვამი ფრაზა გაახსენეს.
2015 წელს ჟოზე ამბობდა, რომ იმდენად უყვარდა “ჩელსი” და ისეთ პატივს სცემდა მათ გულშემატკივრებს, რომ “ტოტენჰემის” მთავარ მწვრთნელად არასდროს იმუშავებდა. ეს სიტყვები მოურინიომ ლიგის თასის ფინალის წინ წარმოთქვა უემბლიზე პრესკონფერენციის დროს.
მაშინ ჟოზე მართლაც ეგრე ფიქრობდა და ეგ კი არა, “ჩელსიზე” იმდენად იყო მიჯაჭვული, რომ 2007 წელს გაფორმებული კონტრაქტის თანხმად, ლონდონური კლუბიდან 2 წლის განმავლობაში არცერთ ინგლისურ კლუბს არ გაწვრთნიდა.

თუმცა ახლა ყველაფერი შეიცვალა და ფენომენმა მეორე ლონდონური კლუბი ჩაიბარა, თან სეზონის დაწყების შემდეგ და სამუშაოც ძალიან ბევრი აქვს, რადგან “დეზები” პრემიერლიგაში მე-14 ადგილზე არიან.

წყარო:sportall.ge
SHARE