ორი მატჩი უმცროს სამხრეთაფრიკელებთან

410

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები 2020 წელს იტალიაში გასამართი მსოფლიოს 20-წლამდელთა ჩემპიონატისთვის მზადებას განაგრძობს.

„უმცროსი ბორჯღალოსნები“ დეკემბრის დასაწყისში ორ საწვრთნელ მატჩს სამხრეთ აფრიკის ახალგაზრდულ ნაკრებთან გამართავენ. პირველი მატჩი 2 დეკემბერს თბილისში, „შევარდენის სანაკრებო ბაზაზე“, ხოლო მეორე 5 დეკემბერს „რუსთავი არენაზე“ გაიმართება.

სამხრეთაფრიკელები თბილისში 30-კაციანი შემადგენლობით ჩამოვლენ, რომელთა ვინაობაც ჯერ კიდევ ერთი თვის წინათ დასახელდა. მათ შორის ექვსი ისეთი მორაგბეა, რომლებმაც წლეულს 20-წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატში ითამაშეს და ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მწვრთნელებმა საწვრთნელ შეკრებაზე გაფართოებულ, 42-კაციან შემადგენლობას უხმეს. მათ შორის ლეგიონერებიც არიან. თუმცა, საფრანგეთში მოთამაშე რამდენიმე მორაგბის გამოძახება ვერ მოხერხდა, რადგან ისინი თავიანთ კლუბებში შესაბამისი ასაკის ადგილობრივ ჩემპიონატში თამაშობენ.

იმათგან, ვინც წლეულს არგენტინაში გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატზე ითამაშა, ამჟამად გუნდში სულ შვიდი მორაგბეა. ესენია: ბექა ყორიაული (ლელო), იოანე იაშაღაშვილი (ბაიონი), გიორგი მარგალიტაძე (ლელო), ლაშა ლომიძე (აია), დემურ თაფლაძე (ლელო), ოთარ ლაშხი (ლელო) და თეიმურაზ ჭიჭინაძე (ორიაკი).

შეგახსენებთ, რომ იტალიაში მომავალ წელს გასამართ მსოფლიოს თასზე ჩვენი ნაკრების მეტოქეები ჯგუფურ ეტაპზე იტალიის, არგენტინისა და სამხრეთ აფრიკის ახალგაზრდული ნაკრებები იქნებიან.

საქართველოს ნაკრები

პირველი ხაზი: ლუკა ახვლედიანი (არმაზი), ნუგზარ სომხიშვილი (არმია1), გიორგი ჭანია (ლელო); საბა კურატაშვილი (არმაზი), გუგა ტაბატაძე (ლელო), ლუკა პეტრიაშვილი (ხვამლი), საბა ხონელიძე (აია); მამეკ მსტოიანი (აკადემია), ირაკლი მჭედლიძე (ლელო), ნიკა ნარმანია (არმაზი)

მეორე ხაზი: ლუკა მაჭარაშვილი (ორიაკი), ვლადიმერ ჩაჩანიძე (ბაიონი), ვაჟა მაისურაძე (ლელო), გიორგი სინაურიძე (აია)

მესამე ხაზი: ლუკა ივანიშვილი (ჯიქი), ბექა ყორიაული (ლელო), თორნიკე ზაქარიაძე (ლელო), იოანე იაშაღაშვილი (ბაიონი), საბა კურტანიძე (ხვამლი), ანდრო ღარიბაშვილი (ხარები), ლუკა კოხია (არმაზი), დავით ლომიძე (ხარები).

9: გიორგი მარგალიტაძე (ლელო), გუგა მარგველაშვილი (აია), ლუკა მატკავა (არმაზი)

10: სანდრო მარგიანი (აკადემია), სერგი ჩხაიძე (იუნკერები)

12-13: გივი ცინცაძე (არმაზი), ირაკლი სიმსივე (აია), ლაშა ლომიძე (აია), დემურ თაფლაძე (ლელო), ლუკა ხეხელაშვილი (ლელო), ზაურ ლუტიძე (ხვამლი)

11-14: ზურაბ ქავთარაძე (ხარები), ლევან ბრაგვაძე (არმაზი), დავით გასვიანი (აია), თეიმურაზ კოხოძე (აია), ოთარ ლაშხი (ლელო), თეიმურაზ ჭიჭინაძე (ორიაკი), ნიკოლოზ ძნელაძე (აია), დავით გობეჯიშვილი (აია)

15: გიორგი მიქანაძე (აკადემია).

წყარო: lelo.ge

SHARE