ოფიციალურად: ჩემპიონთა ლიგაზე და ევროპა ლიგაზე სამი ახალი წესი ამოქმედდება

1260

უეფამ მთავარ საკლუბო ტურნირებზე მეოთხე ცვლილების წესი შემოიღო.

როგორც ორგანიზაციის ოფიციალური საიტი იტყობინება, ევროპის საფეხბურთო ასოციაციების კავშირმა საევროთასო ტურნირებზე ცვლილებები დაადასტურა, ეს ცვლილებები ძალაში 2018/19 წლების სეზონიდან შევა.

ასე და ამგვარად, ფლეი ოფის მატჩების დამატებით დროში გუნდებს მეოთხე ცვლილების გაკეთების უფლება ექნებათ.

აღნიშნული სიახლე უახლოესი სამი წლის განმავლობაში იმოქმედებს.

როგორც უეფას ოფიციალურ საიტზე წერია, ეს კლუბებსა და მწვრთნელებს გუნდის მართვას გაუადვილებს.

გარდა ამისა, ამიერიდან გუნდებს ზამთრის სატრანსფერო ბაზარზე ევროთასებზე სამი ახალი ფეხბურთელის განაცხადში შეყვანა შეეძლებათ.

უფრო მეტიც, ფინალურ მატჩებში განაცხადში არა 18, არამედ 23 ფეხბურთელი შევა.

SHARE