პერუმ ურუგვაი პენალტების სერიაში დაამარცხა

431

ბრაზილიაში მიმდინარე „კოპა ამერიკის“ ბოლო მეოთხედფინალში ურუგვაისა და პერუს შორის უაღრესად დაძაბული და სანახაობრივი შეხვედრა შედგა. მართალია ურუგვაელებმა სამჯერ შეძლეს გოლის გატანა, მაგრამ სამივეჯერ თამაშგარე მდგომარეობა დაფიქსირდა და მატჩი ფრედ დასრულდა. იქიდან გამომდინარე, რომ „კოპა ამერიკაზე“ დამატებითი დრო არ ინიშნება, გუნდები პირდაპირ პენალტების სერია შეასრულეს, სადაც პერუელებს უფრო გაუმართლათ (5-4) და 4 ივლისს, ნახევარფინალში ჩილეს დაუპირისპირდება.

პენალტების სერია იხილეთ ლინკზე: https://youtu.be/iDdb_Ljk1nQ

SHARE