პირველად 1945 წლის შემდეგ: ბაშო უმაყურებლოდ

493

კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო, იაპონიის სუმოს ასოციაციამ მარტის ბაშოს უმაყურებლოდ ჩატარება გადაწყვიტა – რეკომენდაციის თანახმად, ოსაკაში 8-22 მარტს გასამართი სუპერტურნირი სულაც უნდა გაეუქმებინათ, თუმცა ასოციაცია ასე არ მოიქცა – ბაშო დათქმულ დროსა და ადგილზე გაიმართება. უბრალოდ, 1945 წლის შემდეგ პირველად, უსაფრთხოების მიზნით, ჰარუ ბაშოს გულშემატკივარი ვერ დაესწრება.

ყოფილი ოძეკი ტოჩინოშინი (ლევან გორგაძე) ბაშოზე დასავლეთის მე-9 მაეგაშირა იქნება, ხოლო გაგამარუ (თეიმურაზ ჯუღელი) – მე-3 დივიზიონ მაკუშიტას 44-ე ნომერი.

წყარო: lelo.ge

SHARE