რა მოუვიდა ტოჩინოშინს? (VIDEO)

598

ივლისის ბაშოზე ქართველი სუმოისტი ლევან გორგაძე (ტოჩინოშინი) მისთვის უჩვეულოდ არადამაჯერებლად ასპარეზობს. მას ასანოიამასთან ბრძოლამდე ოთხი შეხვედრა ჰქონდა გამართული და

ოთხივეში დამარცხდა. ასე და ამგვარად, ლევანის ბალანსი უკვე 0:5-ია.

როგორც წესი, ტოჩინოშინი დოჰიოზე მყარად დგას და მეტოქეს ძალიან უჭირს მისი ადგილიდან მოწყვეტა, ნაგოიას ბაშოზე კი ასე არ ხდება. რაც გვაძლევს იმის ვარაუდის საშუალება, რომ ქართველ ფალავანს ტრავმა აწუხებს. ამის შესახებ ჯერ ოფიციალურად არ თქმულა, მაგრამ ბაშოს დაწყებამდეც დაიწერა – მცირე ტრავმა მიიღო, თუმცა ეს ბრძოლაში ხელს არ შეუშლისო.

გაგახსენებთ იმასაც, რომ ტოჩინოშინი პირველ ბრძოლაში რომ დაეცა, წამოდგომისას კოჭლობით გაიარა, თუმცა ეს მხოლოდ პირველ ორ ნაბიჯში.

დაველოდოთ ოფიციალურ განცხადებას, ჩენ კი იმედი დავიტოვოთ, რომ ტრავმა სერიოზული არ არის და ლევანი შემდეგი ბრძოლიდან აკრეფს სიჩქარეს.

წყარო: lelo.ge

SHARE