რევაზ ძოძუაშვილი: ჩვენ შეგვიძლია, ვაისს ასეთი შინაარსის კითხვა დავუსვათ…

589

საქართველოს ნაკრებმა ფრედ ითამაშა ირლანდიასთან და ძლივს მოუგო გიბრალტარსამ ორი მატჩის შესახებ შთაბეჭდილების გაზიარება ვთხოვეთ ქართული ფეხბურთის ცოცხალ ლეგენდასრევაზ ძოძუაშვილს.

მან ორიგინალურად ახსნა გიბრალტარი-საქართველოს მატჩში ჩვენი გუნდის სირთულეები – როცა ვიცირომ მეტოქე გამიტანს იმდენსრამდენიც შეუძლიამე კი გავიტან იმდენსრამდენიც მინდა!..

– დავიწყოთ ირლანდიასთან მატჩითრა დაგანახათ ამ თამაშმა?

– ჩემი აზრით, ამ მატჩისთვის ორივე გუნდი ძალიან კარგად იყო მომზადებული. მწვრთნელები მაქსიმალურად კარგად ეცადნენ იმ საიდუმლოებების ამოხსნას, რომელიც აქვთ ირლანდიისა და საქართველოს ნაკრებებს. სიურპრიზები ნაკლები იყო. მოტივაცია კი ძალიან დიდი იყო ორივე მხრიდან. ირლანდიას აქვს ევროპის ჩემპიონატზე გასვლის რეალური შანსი და მათ ძალიან სჭირდებოდათ მოგება. რაც შეეხება საქარველოს ნაკრებს, ჩვენ გვინდოდა, გაგვეტეხა ნავსი. ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ორივე მწვრთნელს ბევრი რამ გაშიფრული ჰქონდა.

– მოდითრგოლების მიხედვით შევაფასოთ საქართველოს ნაკრების თამაში ირლანდიასთან

– მეკარეზე მხოლოდ დადებითი შემიძლია ვთქვა. ასევე მცველებზე. ცენტრალურ მცველებს ერთადერთი შეცდომა მოუვიდათ თამაშის ბოლოს. ხდება ხოლმე. გეხსომებათ, მაშინ ირლანდიელი ფორვარდი თითქმის პირისპირ გავიდა ლორიასთან… ასევე კარგს ვიტყვი ფლანგელი მცველების თამაშზე, კარგად ეხმარებოდნენ შემტევებს… რაც შეეხება საყრდენ ზონას, საუკეთესო იყო კაპიტანი ჯაბა კანკავა, ძალიან კარგად ითამაშა ოთარ კიტეიშვილმა. ის საქართველოს ნაკრების თამაშს აძლევდა ტემპს, რომელიც დღეს აუცილებელია წარმატების მისაღწევად. ჩვენი შემტევი ფეხბურთელებიც კარგები იყვნენ, მაგრამ დაგვაკლდა მთავარი – დაგვირგვინება. ყაზაიშვილმა და ოქრიაშვილმაც კარგად ითამაშეს, ქვილითაიამ ბევრი იმუშავა…

– რას იტყვით ჯანო ანანიძეზებევრის აზრითმან ვერ აჩვენა ის თამაშირასაც მისგან ხალხი ელოდა

– ჩვენ შეგვიძლია, მივმართოთ ვაისს და მის სამწვრთნელო შტაბს და დაახლოებით ასეთი შინაარსის კითხვა დავუსვათ – ჯანო ვერ არის ბოლომდე ოპტიმალურ ფორმაში და რატომ არის ის ძირითად შემადგენლობაში? ჩემი აზრით, მივიღებთ ასეთ პასუხს: ჯანოს თამაშში 2-3 საგოლე პასის გაკეთება შეუძლია. დღევანდელ ფეხბურთში საგოლე პასი გოლზე ნაკლებად არ ფასობს. ამაში, ალბათ, დამეთანხმებით. სხვათა შორის, ჯანომ ირლანდიასთამ ერთი-ორი ასეთი პასი მართლაც გააკეთა…

– თქვენი აზრითრა მოხდა გიბრალტარშისადაც სირცხვილის ზღვარზე გავიარეთ?

– ამაზეც მაქვს ახსნა: ფეხბურთში არსებობს ასეთი, მე ვიტყოდი, ავადმყოფობა, როცა ვიცი, ვის ვეთამაშები და თამაშზე შესაბამისი განწყობით გავდივარ. არ არის ეს გამართლებული, მაგრამ არის ასეთი რამ, უნდა დამიჯეროთ, ხდება – როცა ვიცი, რომ მეტოქე გამიტანს იმდენს, რამდენიც შეუძლია, მე კი გავიტან იმდენს, რამდენიც მინდა! ღმერთმა ნუ ქნას და, თუ ჩვენი გუნდი ვერ მოიგებს გადამწყვეტ მატჩებს, მაშინ ჩვენ შეგვიძლია გავახსენოთ მათ გიბრალტარში მომხდარი. ისე კი, არ მგონია, ახლა ღირდეს ამ თემაზე ზედმეტი აჟიოტაჟის ატეხვა…

წყარო: lelo.ge

SHARE