„რიგითი ჯარისკაცი ვარ და ყოველთვის რიგით ჯარისკაცად დავრჩები“ – მამუკა გორგოძე ქართული რაგბის პრობლემებს ეხმაურება

592

ახალ სეზონში „ტაიმაუტის“ პირველ გადაცემის სტუმარი ლეგენდარული ქართველი მორაგბე იყო.

საფრანგეთში გატარებული 15 წელის შემდეგ, საქართველოში დაბრუნებულმა მამუკა გორგოძემ საკუთარ გეგმებზე ისაუბრა.

მამუკა გორგოძე: „ მე ყოველთვის მზად ვარ, რომ რაგბის გვერდით დავდგე. რიგითი ჯარისკაცი ვარ და ყოველთვის რიგით ჯარისკაცად დავრჩები  – რაგბის სამყაროსთვის თუ რამე შემიძლია, თუ რამე გამოცდილება მაქვს.

არ არის მნიშვნელოვანი იყო რამე პოსტზე, გვერდიდან ყოველთვის მზად ვარ, თუ კი ვინმეს რამე დასჭირდება, ან ჩემი რჩევა, ან ჩემი აზრის გაზიარება, ჩემი კარი ყოველთვის ღიაა“.

შეკითხვაზე ჰქონდა თუ არა რაიმე შემოთავაზება, მამუკა გორგოძემ უპასუხა: „შემოთავაზებები იყო, მაგრამ ყველას ისე ჰგონია, რომ აუცილებლად თანამდებობაზე უნდა იყოს, ყველას სკამი უნდა, პირველობა უნდა. მე არ ვარ ასეთი ამბიციური, მე საქმეში ვარ ამბიციური.

მაქსიმალისტი ვარ საქმეში და მიმაჩნია, რომ პოსტის მიუხედავად, შეგიძლია შენი ქვეყნისა და რაგბის სამსახურში იყო. როცა ამბიციებსა და პირველ კაცობას დავივიწყებთ, ყველა გავერთიანდებით რაგბის დასახმარებლად, დიდი და პატარა ერთ ნავში ჩავსხდებით და ერთი მიმართულებით წავალთ, მაშინ იქნება პროგრესი. პირადი ამბიციები რაგბის განვითარებას ვერ წაადგება“.

წყარო: 1tv.ge

SHARE