როდის ვითამაშებთ რუსეთთან…

425

ევროპის რაგბის ფედერაცია (Rugby Europe) რაგბი ევროპის ჩემპიონატის გადადებული მატჩების გამართვას 31 ოქტომბერს აპირებსამის შესახებ რუსეთის რაგბის ფედერაციის დირექტორმა სერგეი მარკოვმა განაცხადარომლის თქმითაცგადაწყვეტილება ოფიციალურად მიღებული ჯერ არ არის.

შეგახსენებთ, რომ ტურნირი მარტში, კორონავირუსის პანდემიის გამო შეჩერდა. 14 მარტს, თბილისში, საქართველოს და რუსეთის ეროვნულ ნაკრებებს შორის ბოლო ტურის დაპირისპირება უნდა გამართულიყო.

ოფიციალური გადაწყვეტილება ჯერ არ არისთუმცა Rugby Europe-ის აქვს წინასწარი პროექტირომლის თანახმადევროპის ჩემპიონატის გადადებული შეხვედრები 31 ოქტომბერს უნდა ჩატარდესხოლო უმაღლეს დივიზიონში დასაწინაურებელი პლეი ოფის მატჩები – ნოემბრის შუაში.

მაგრამ ყველაფერი სანაკრებო მატჩებისთვის ფანჯრებთან დაკავშირებით, World Rugby- გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული. World Rugby ერთი კვირის წინ შეიკრიბამაგრამ ჯერჯერობით ვერაფერი გადაწყვიტა.

სავარაუდოდგადაწყვეტილებებს ივლისის შუაში მიიღებენ და სწორედ მაშინ გავიგებთროდის იქნება შემოდგომით სანაკრებო ფანჯრებიჩვენ რუსეთის ნაკრებისთვის ტესტმატჩების ჩატარება გვსურს, – აქვეყნებს მარკოვის სიტყვებს რუსული მედია.

2020 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატში საქართველოს ნაკრებს ოთხივე მატჩი მოგებული აქვს და უახლოეს მდევრებს – პორტუგალიასა და ესპანეთს 10-10 ქულით უსწრებს, ამდენად, პირველობას ვეღარავინ შეეცილება. რუსეთის ნაკრები 4 მატჩში 2-2 მოგება-წაგებით ჯგუფში მეოთხე ადგილზეა.

წყარო: lelo.ge

SHARE