რუსი მებრძოლი დოლიძესთან მარცხის შემდეგ – „ბრძოლებს თავს ვანებებ, სპორტიდან მივდივარ“…

551

UFC-ის მებრძოლთა კუნძულზე რომან დოლიძესთან წაგების შემდეგ, ხადის იბრაგიმოვმა ინსტაგრამზე განცხადება გამოაქვეყნა:

“ბრძოლებს თავს ვანებებ, სპორტიდან მივდივარ და ინსტაგრამსაც ვაუქმებ! არ ვიცი, ცხოვრება როგორ გავაგრძელო. ზღაპარი ასე დასრულდა.

ჰეითერებო, აბა თქვენ იცით, გაზს ჩააჭირეთ, შეხვედრისას კი სურათის გადაღებას მთხოვთ. ყველაფერი კარგადაა, ტრავმები არ მაწუხებს და არც გაჩერებას ვაპირებ. სიკეთე ყველას”.

შეგახსენებთ, ქართველმა მებრძოლმა იბრაგიმოვი ტექნიკური ნოკაუტით დაამარცხა. იმასაც დავამატებთ, რომ “ბაზუკამ” UFC-ში სადებიუტო ბრძოლა ჩაატარა.

"ჰეითერებო, გაზს ჩააჭირეთ", - რუსი მებრძოლი დოლიძესთან მარცხის შემდეგ

წყარო: goal.ge
SHARE