რუსი ფეხბურთელი: ერთხელ ზინჩენკო უფაში ზედმეტი ვარჯიშს გამო დააჯარიმეს

425

ამჟამად რუსული “ალანიისა” და წარსულში 8 წლის განმავლობაში “უფას” მოთამაშე აზამატ ზასეევმა გაიხსენა ის პერიოდი, როცა “მანჩესტერ სიტის” ამჟამინდელი ფეხბურთელი ალექსანდრ ზინჩენკო მისი თანაგუნდელი იყო.

“ალბათ, მხოლოდ ზინჩენკოს ახლობლები თუ იფიქრებდნენ, რომ მას მანჩესტერ სიტიში თამაში შეეძლო. ალბათ, თავადაც არ უფიქრია ამაზე, გარდა იმისა, რომ ოცნებობდა და ამ ოცნებისკენ მიზანმიმართულადაც მიდიოდა. ძალიან ნიჭიერია, მაგრამ ამაზე მეტად მისი შრომის უნარი გვაკვირვებდა.
სანია ყოველდღიურად დამატებითად ვარჯიშობდა. ერთხელ მწვრთნელმა შენიშვნა მისცა, რომ მისთვის დასვენება საჭირო იყო, მაგრამ არ მოუსმინა და იმ საჯამოს სავარჯიშო დარბაზში წავიდა. შემდეგ მისი დაჯარიმება მოუწიათ, რადგან საკუთარ თავს დასვენების უფლებას არ აძლევდა,” – განაცხადა ზასეევმა.

ალექსანდრ ზინჩენკო 2016 წელს რუსული “უფადან” “მანჩესტერ სიტიში” 2 მილიონად გადავიდა.

წყარო: sport.adjara.com

SHARE