ფეხბურთის ფედერაციამ ბელარუსთან მატჩის დაწყების დრო დაადგინა

565

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ რამდენიმე დღის წინ ოფიციალურად გამოაცხადა, რომ ბელარუსთან ევროპის ჩემპიონატის თბილისურ პლეი ოფს “დინამო არენა” უმასპინძლებს და ამით წერტილი დაუსვა ვარაუდებს, ამ მატჩის ბათუმის ახალ სტადიონზე შესაძლო გამართვის თაობაზე.

აჭარის მთავარ ქალაქში ახალი, კოხტა არენის გახსნას მარტო ადგილობრივი ქომაგები კი არა, მთელი საქართველო მოუთმენლად ელის. მაგრამ აღმოჩნდა, რომ ბათუმში სტადიონი არათუ მნიშვნელოვანი სანაკრებო მატჩისთვის, ეროვნული ლიგის გახსნისთვისაც ვერ იქნება მზად მთელი რიგი ნიუანსების გამო (რაც პირველ რიგში ბალახის საფარს უკავშირდება) და ბათუმის “დინამო” ჩემპიონატის საშინაო მატჩებს თავიდან ისევ ანგისაზე გამართავს…

ასე რომ, საქართველო-ბელარუსი, “დინამო არენა”, 26 მარტი… ეს ცნობილი იყო, ახლა დადგინდა მატჩის დაწყების დროც – 21:00. ასე დაიწერა ფეხბურთის ფედერაციის ფეისბუქის გვერდზე.

წყარო: lelo.ge

SHARE