სენსაციურ ბრძოლა ზღვის ბინადართან – მაიკ ტაისონი 9 აგვისტოს წარმოუდგენელი დაპირისპირებით დაბრუნდება

469

მძიმე წონის ყოფილი აბსოლუტური ჩემპიონი მაიკ ტაისონი ტელეარხ Discovery-ს გადაცემა “ზვიგენების კვირაში” მიიღებს მონაწილეობას.

პროექტის ფარგლებში, მსოფლიოს ექსჩემპიონი ბრძოლას თეთრ ზვიგენთან გამართავს. შეხვედრის ნახვა 9 აგვისტოს იქნება შესაძლებელი, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, რა ფორმატში ჩაივლის ორთაბრძოლა.

მაიკმა კარიერა 2005 წელს დაასრულა, თუმცა 2020 წელს დაბრუნება დააანონსა.

წყარო: sportall.ge
SHARE