სექტემბრის ბაშო. მეოთხე დღის აფიშა: ტოჩინოშინისა და გაგამარუს მეტოქეები გაირკვა

482

გაირკვა იაპონიაში მიმდინარე სექტემბრის ბაშოზე მეოთხე საშეჯიბრო დღის განრიგი და ქართველების მეტოქებიც ცნობილია.

მაკუუჩი დივიზიონში ჩვენს ოძეკი ტოჩინოშინს (ლევან გორგაძე) მეტოქედ აბი ეყოლება, რომელსაც ამ ბაშოზე 2 მოგება და 1 წაგება აქვს. ურთიერთშეხვედრებს რაც შეეხება, ხუთი დაპირისპირებიდან სამჯერ გამარჯვებული ლევანი დარჩა, მხოლოდ ერთხელ მოიგო აბიმ და ერთხელაც გამარჯვება იმის გამო ჩაეთვალა, რომ 2019 წლის ივლისის ბაშოზე, ტრავმის გამო, ტოჩიმ ასპარეზობას ვადაზე ადრე შეწყვიტა.

რაც შეეხება ჯურიოს დივიზიონს და გაგამარუს. მისი მეტოქე მეოთხე დღეს მე-9 მაეგაშირა იჩიამამოტო იქნება, ვისაც მიმდინარე ტურნირზე ჯერ გამარჯვება არ მოუპოვებია (0-3). ურთიერთშეხვედრებშიც გაგამარუ და იჩიამომოტო პირველად ხვდებიან ერთმანეთს.

იმედია, მეოთხე დღე ქართველებისთვის კვლავაც წარმატებული იქნება.

წყარო: lelo.ge

SHARE