სვანიძე, აბუსერიძე, ხურციძე – ვინ დადებს ლელოს არჩევნებზე

479

საქართველოს რაგბის კავშირშის ყრილობა გამგეობის გადაწყვეტილებით 30 იანვარს გაიმართება. მოქმედ პრეზიდენტთან ერთად, ახალი პრეზიდენტის არჩევნებში მონაწილეობის სურვილი კიდევ ორმა კანდიდატმა, ირაკლი აბუსერიძიძემ  და ლაშა ხურციძემ ოფიციალურად დააფიქსირა.

პრეზიდენტი არჩეული იქნება ყრილობაზე დამსწრე კავშირის ნამდვილ წევრთა  ხმების უბრალო  უმრავლესობით.

გოჩა სვანიძე კანდიდატად წარადგინეს შემდეგმა კლუბებმა: თბილისის „ლელო“, თბილისის „აკადემია“, ქუთაისის „აია“, გორის „ჯიქი“, ბოლნისის „ყოჩები“, კიკეთის „იუნკერები“, ქუთაისის „ბაგრატი“, ქუთაისის „არესი“, თბილისის „დინამო“, ზესტაფონის „არწივები“, გორის „გორდა“, თბილსის „ივერია“, თბილისის „წიქარა“, თბილისის „ავჭალა“, ფოთის „კოლხი რაინდები“, საჩხერის „ჯრუჭი“, თბილისის „ლაშარი“ და დედოფლისწყაროს „მიმინო“.

ირაკლი აბუსერიძე კანდიდატად წარადგინეს შემდეგმა კლუბებმა: რუსთავის „ხარები“, თბილისის „ლოკომოტივი“, „ბათუმი“, მარნეულის „არმაზი“, თბილისის „არმია“ და პატარძეულის „ვეფხვები“.

ლაშა ხურციძე კანდიდატად წარადგინა შემდეგმა კლუბმა: ვანის „აიეტი“.

წყარო: lelo.ge

SHARE