სოსო მათიაშვილი Ultimaterugby-მ კვირის სიმბოლურში შეიყვანა

376
საქართველოს მორაგბეთა ნაკრების ფულბეკი სოსო მათიაშვილი ავტორიტეტულმა Ultimaterugby-მ კვირის სიმბოლურ ნაკრებში დაასახელა.
ის ერთადერთი წარმომადგენელია “მეორე დონის” ქვეყნებიდან.
გამოცემა წერს: “მათიაშვილი გამორჩეული იყო შოტლანდიასთან მატჩში. მან 11 მცველი ჩამოიცილა და ბურთით ხელში 80-ზე მეტი მეტრი გაიარა”.

სიმბოლურშია ჩვენი მეტოქის მგეზავი ადამ ჰეისთინგსი. სულ სიმბოლურში 3-3 ინგლისელი, ახალზელანდიელი და ირლანდიელი, ორ-ორი სამხრეთაფრიკელი და ავსტრალიელი და თითო-თითო ქართველი და შოტლანდიელი მოხვდნენ.

მათიაშვილს “ბორჯღალოსანთა” კვართით 19-ჯერ უთამაშია და მის ანგარიშზე 135 ქულაა.
წყარო: sportall.ge
SHARE