ტეოდოსიჩი მსოფლიო ჩემპიონატს გამოტოვებს

432

ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო გამთამაშებელი სერბი მილოშ ტეოდოსიჩი მსოფლიო ჩემპიონატს გამოტოვებს, აღნიშნულ ინფორმაციას ბალკანელთა ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.

წყაროს ცნობით, ტეოდოსიჩმა ამხანაგურ შეხვედრაში ლიტვასთან ტრავმა მიიღო და მსოფლიო ჩემპიონატამდე დაზიანების მოშუშებას ვეღარ ასწრებს.

ბოლო ორი სეზონია მილოში “კლიპერსის” ღირსებას იცავს, სადაც საშუალოდ ერთ შეხვედრში 8 ქულას, 4 პასს და 2.4 მოხსნას აგროვებდა.

წყარო: worldsport.ge

SHARE