„მშობლების მახლობლად სახლს ვიშენებ, სადაც მინდა შევიდე, როგორ ოძეკი“

979

ტოჩინოშინი, თავისი სკოლის კასუგანოს წარმომადგენლებს ქალაქ სენდაიში შეუერთდა.

როგორც იცით ქართველმა სეკიტორმა ნაგოია ბაშოზე ტრავმა მიიღო და აქამდე ზაფხულის ტურში ვერ მონაწილეობდა.

ტოჩინოშინს მარჯვენა მუხლის და მარცხენა მხრის ტრავმა ჰქონდა. იაპონურ მედიაში კასუგანოს სკოლის ხელმძღვანელის კომენტარი გამოქვეყნდა: “ტოჩინოშინის მხრის მდგომარეობა უმჯობესდება, თუმცა მუხლის უკეთესობა ჯერჯერობით არაა, ჩვენ არ შეგვიძლია გამოჯანმრთელების პროცესი დავაჩქაროთ”.

იაპონურ მედიასთან ისაუბრა ქართველმაც: “არის თავის მხვრივ მცირე პროგრესი, რადგან დიდი ტკივილები აღარ მაქვს. მე ვაგრძელებ რეაბილიტაციას და ვარჯიშებს, რადგან სხვა არჩევანია არ მაქვს. ვარჯიშის დროს, ძალას მარცხენა ფეხს ვატან, რადგან ის მწყობრშია.

დილის ვარჯიშის შემდეგ ვცდილობ აბაზანები მივიღო, რადგან საქართველოში მიღებულია, რომ “აბანო კარგია”. ეს გეხმარება ტრავმის რეაბილიტაციაში. თუ პარალელურად არ ვივარჯიშებ, ფორმაში ვერ ვიქნები. გაცილებით დიდი მოტივაცია მაქვს, რადგან საქართველოში ჩემი მშობლების სახლთან, საკუთარ სახლს ვაშენებ და მსურს შიგნით როგორც ოძეკი შევიდე”.

შეგახსენებთ ქართველმა ფალავანმა ნაგოია ბაშოზე პირველ ხუთ შეხვედრაში მარცხი განიცადა და ტრავმის გამო ვეღარ შეძლო ტურნირზე ასპარეზობის გაგრძელება. ტოჩინოშინი სექტემბრის ბაშოზე კადობანში იქნება ჩაყენებული, რაც იმას ნიშნავს რომ უარყოფითი ბალანსის შემთხვევაში ის ოძეკის ტიტულს კვლავ დაკარგავს.

წყარო: sportall.ge

SHARE