ტოჩიოძანმა კარიერა დაასრულა

463

კორონავირუსის პანდემიამ მსგავსად ყველა სპორტისა სუმოს ბაშოებსაც შეუქმნა დაბრკოლებები, თუმცა 19 ივლისიდან ტოკიოში 15-დღიანი სანახაობა იწყება.

ტოჩინოშინის თანაგუნდელმა ტოჩიოძანმა, რომელიც ყოფილი სეკივაკე გახლდათ, პროფესიონალური სუმოდან წასვლის გადაწყვეტილება მიიღო ანუ ინტაი გამოაცხადა.

კასუგანოს სკოლის წარმომადგენელი ბოლო პერიოდის განმავლობაში ვეღარ გახლდათ იმ საფეხურებზე, რომელზე ყოფნასაც მას სუმოს ექსპერტები უწინასწარმეტყველებდნენ. ტრავმებმა და სხვა ხელისშემშლელმა ფაქტორებმა კი საბოლოოდ მისი კარიერა დასასრულამდე მიიყვანა.

ტოჩიოძანის კარიერული შედეგი ასეთია – 661 მოგება და 598 მარცხი, ჯანმში მან 92 ტურნირზე იასპარეზა.

ტიტულები: 1-გზის ვიცე-ჩემპიონი (საპლეიოფო შეხვედრა დათმო კიოკუტენჰოსთან); 6 სპეციალური პრიზი; 6 ოქროს ვარსკვლავი (კინბოში).

წყარო: live.ge

SHARE