ტრაორემ აზარის მიერ 5 წლის წინ დამყარებული რეკორდი დაამხო

305

“ვულვერჰემპტონის” ლიდერმა, ადამა ტრაორემ პრემიერ ლიგის ახალი რეკორდი დაამყარა. საქმე ისაა, რომ 2019-2020 წლის სეზონში ესპანეთის ახალგაზრდული ნაკრების ექს-წევრი მეტოქეს 183-ჯერ გასცდა.

“უონდერერსის” შემტევს საამისოდ დასჭირდა 246 მცდელობა, რაც პროცენტულად 74.4-ია, წუთობრივად კი ყოველ 14.2 წუთში ერთხელ ერთი გაცდენა.

წარმოშობით მალელმა ვინგერმა დაამხო ედენ აზარის რეკორდი, რომელმაც 2014-2015 წლის სეზონში 180 გაცდენა განახორციელა.

შეგახსენებთ, რომ 24-წლის გარემარბის სახელს უკავშირებენ არაერთ ტოპ-კლუბს, მათ შორის “ლივერპულსაც”.

წყარო: goal.ge

SHARE