ფედერერი სამ საათსა და 12 წუთში შინ გაუშვეს

543

თანამედროვე ჩოგბურთის „დიდი სამეულის“ მეორე წევრი გამოეთიშა აშშ-ის ღია პირველობას: ნოვაკ ჯოკოვიჩის ბედი გაიზიარა შვეიცარიელმა როჯერ ფედერერმა.

ლეგენდა სამი საათი და 12 წუთი ბრძოლის შემდეგ ხუთ სეტში დამარცხდა ბულგარელ გრიგორ დიმიტროვთან – 6:3, 4:6, 6:3, 4:6, 2:6.

დიმიტროვმა 15-დან ხუთი ბრეიკ-პოინტი გამოიყენა, ფედერერმა – 14-დან ოთხი. როჯერმა ძალიან ბევრი – 61 უნებლიე შეცდომა დაუშვა. შეიძლება ითქვას, რომ შვეიცარიელმა ფიზიკურად ვერ გაძლო – ბოლო სეტის წინ სამედიცინო ტაიმ-აუტი მოითხოვა და მეხუთე სეტში მეტოქის მოწოდებაზე მხოლოდ ერთი ქულა აიღო.

მსოფლიოს 78-ე ჩოგანი დიმიტროვი მერვედ ხვდებოდა ფედერერს. წინა შვიდ მატჩში მან შვიდჯერ წააგო და 18 სეტიდან მხოლოდ ორი მოიგო.
გრიგორ დიმიტროვმა 2017 წელს, სეზონის შემაჯამებელი ტურნირი მოიგო და მესამე ადგილზე იყო რეიტინგში, მაგრამ ამის შემდეგ ვარდნა დაიწყო და დღეს, ბულგარელს ყველაზე ცუდი პოზიცია აქვს კლასიფიკაციაში ბოლო შვიდ წელიწადში.

ნახევარფინალში დიმიტროვის მეტოქე რუსუ დანიილ მედვედევი იქნება, რომელმაც კიდევ ერთი შვეიცარიელი სტენ ვავრინკა დაამარცხა.

წყარო: lelo.ge

SHARE