ფიფას პრეზიდენტს პატიმრობა ემუქრება

362

შვეიცარიის პროკურატურამ ფიფას პრეზიდენტის ჯანი ინფანტინოს წინააღმდეგ საქმე აღძრა. ამ მოულოდნელ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

ინფანტინოს ბრალად კანონსაწინააღმდეგო ქმედებების ჩადენისკენ შვეიცარიის ფედერალური პროკურატურის თანამშრომელთა წაქეზება და თანამდებობის ბოროტად გამოყენება ედება.

ინფანტინო ფიფას პრეზიდენტიდ რიგგარეშე კონგრესზე 2016 წლის თებერვალში აირჩიეს. მან ამ პოსტზე ზეპ ბლატერი შეცვალა, რომელმაც თანამდებობა მის სახელთან დაკავშირებული არაერთი კორუფციული სკანდალის შემდეგ დატოვა.

წყარო: popsport.com

SHARE