ქართული ფეხბურთი სანიოლი: გრიგალავას ძირითადში სურდა, ამიტომ წავიდა

343

საქართველოს ვაჟ ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა პრესკონფერენცია გამართა და ჟურნალისტების შეკთხვებს უპასუხა.

“პირველი სამი ჩატარებული მატჩებზე საუბრით დავიწყოთ. ცხადია, იმედგაცრუებულები დავრჩით, რადგან კარგ შედეგებისაგან შორს ნამდვილად არ ვიყავით. შრომა გავაგრძელოთ უნდა და იმედი მაქვს, უახლოეს მომავალში უკეთესი შედეგები გვქნება. ცხადია, იმ კოლექტივთან ერთად, რომელიც აქამდე მყავდა, რადგან ეს ფეხბურთელები ძალიან მომეწონა.

ჩემზე ძალიან დიდი და დადებითი შთაბეჭდილება მოახდინა იმან, რაც ბათუმში ვნახე. დარწმუნებული ვარ, რომ ამ სტადიონზე საოცარი ატმოსფერო იქნება და ფეხბურთელები ამას კოსოვოსთან მატჩისას იგრძნობენ. თუმცა, იქამდე ორი შეხვედრა გვაქვს ჩასატარებელი, ასე რომ ახლა რუმინეთისა და ნიდერლანდების წინააღმდეგ გასამართ მატჩებზე ვფიქრობთ.

როცა მოვედი, კუხიანიძის თამაში ნანახი არ მქონდა. ამ წელს კი ვნახე ის, რაც მომეწონა, განსხვავებული და საინტერესო ფეხბურთელია, გოლის გატანაზეა ორიენტირებული. ეს ამხანაგური თამაშია და მნიშვნელოვანია ფეხბურთელების გამოცდა, იგივე კუხიანიძეს პროგრესშიც დაეხმარება. ეროვნული ნაკრების კარი დაკეტილი არავისთვისაა. არ აქვს მნიშვნელობა როგორ თამაშობდი ბოლო 5 წლის განმავლობაში, მთავარია რას აკეთებს მოთამაშე ახლა და რისი გაკეთება შეუძლია მომავალში. მე ყოველთვის მზად ვარ შანსი ახალ ფეხბურთელებს მივცე.

ჩემთვის დიდი პლუსია, რომ ამ ორი მატჩის წინ ფეხბურთელებთან დიდ დროს გავატარებ. მწვრთნელისთვის მოთამაშეების პიროვნების გაცნობა ძალიან მნიშვნელოვანია და ამის შანსიც მომეცემა.

ქვილითაია ადრე ბევრს თამაშობდა ნაკრებში, კლუბშიც გაჰქონდა გოლები, მას დიდი პოტენციალი აქვს, თუმცა მე მის გამომჟღავნებას ველოდები. როცა ნაკრებში თამაშობ, გუნდისთვის ბოლომდე დაიხარჯო. გიორგი ამას აკეთებდა, ცდილობდა. კლუბშიც უფრო მეტი უნდა იმუშავოს, მისი ფიზიკური ფორმით მარტის თამაშებში ბოლომდე კმაყოფილი არ ვიყავი. თანამედროვე ფეხბურთში მოთამაშე დიდი დატვირთვებისთვის უნდა იყოს მზად. იმედია, გიორგის მომავალში ეროვნული ნაკრების ფორმით ვიხილავ, თუმცა იქამდე კუხიანიძის გამოცდა გადავწყვიტე,რომელსაც, გიორგისგან განსხვავებით არ ვიცნობ. იმედი მაქვს, ამას გაიგებს, ის ჭკვიანი ბიჭია, მას მეტი მუშაობა სჭირდება. გუნდში კონკურენციის ამაღლება გვჭირდება და იმედი მაქვს, რომ ეს კონკურენცია გიორგისაც დაეხმარება.

დიახ, მე თბილისში თანაშემწესთან ერთად ვიცხოვრებ და არა სასტუმროში. როცა უცხო ქვეყანაში ჩადიხარ სამუშაოდ, საჭიროა ამ საზოგადოებას, მის კულტურასა და ადამიანებს უკეთ გაეცნო.

საკმაოდ ბევრი მატჩი ვნახე საქართველოს ჩემპიონატიდან, მაქვს ჩემი აზრები, თუ რა დონეზეა ეს შეჯიბრი, რა არის მის გასაუმჯობესებლად საჭირო. თუმცა, ყველაფერზე არ ვილაპარაკებ, ეს სამუშაო პროცესია. რაც ვნახე, ფიზიკურ მომზადებაში გაუმჯობესებაა საჭირო, რათა ფეხბურთელებმა ერთი და იგივე მოქმედება ბევრჯერ გამეორება (სპრინტი და ა.შ. რედ.) შეძლონ. იქნება შესაძლებლობა, ამ ჩემპიონატში მონაწილე გუნდების ფეხბურთელებსა და მწვრთნელებთან შეხვედრის შესაძლებლობა მექნება.

ხვიჩაზე დარდი საჭირო არაა, მას ჩვეულებრივი ტრავმა ჰქონდა, კუნთის და სერიოზული არაფერია. ჩაკვეტაძის შემთხვევაში განსხვავებული რეალობაა. დიდი დრო გაუცდა და ორგანიზმის მომჯობინება სჭირდება. გიორგიმ იცის, რომ მომწონს და მის გუნდში ყოფნას ვისურვებდი.

კაპიტნის შეცვლას არ ვაპირებ, რადგან კანკავას მოქმედებებმა დამარწმუნა, რომ ის სამკაურს იმსახურებს. ჯაბა ახლა ტრავმის გამო გვაკლია, იმედია, კარგად დაისვნებს და სექტემბრის უმნიშვნელოვანეს თამაშებში ჩვენთან იქნება. მისი არ ყოფნის დროს გუნდ მოედანზე გურამ კაშია გაიყვანს. გუნდს ორი კარგი ლიდერი ჰყავს და მათი არ ყოფნის შემთხვევაში, კაპიტანი ის იქნება, ვინც დაიმსახურებს.

ქოჩორაშვილი კარგ ლიგაში თამაშობს, თუმცა უმაღლეს დონეზე ბევრი თამაშის ჩატარება არ უწევს. ძირითადად, ახალგაზრდულ გუნდში გამოდის და ვთვლი, რომ “ლევანტეს” მეორე გუნდის დონესა და საქართველოს ნაკრების დონეს შორის დიდი ნაპრალია. ის ახალგაზრდა ფეხბურთელია და დარწმუნებული ვარ, მომავალში ნაკრების წევრი გახდება, იქამდე კი უმაღლეს დონეზე სტაბილურად უნდა ითამაშოს.

მამუჩაშვილი ახალგაზრდააა, ერთერთ საუკეთესო ქართულ გუნდში თამაშობს. მას აქვს თვისებები, რომლებიც ეროვნულ გუნდს გამოადგება. თუმცა, ჩავთვალე, რომ ამ ეტაპზე მისი გამოძახება ნაადრევი იყო.

ბერიძემ ჩემზე დადებითი შთაბეჭდილება მოახდინა, განსაკუთრებით, შვედეთთან შეხვედრაში. ამხანაგურ მატჩში 15 შემტევს ვერ გამოვიძახებდით, ამ ორი თამაშისთვის დავითაშვილისთვის შანსის მიცემა გადავწყვიტეთ. რაც შეიძლება ბევრი ფეხბურთელის საქმეში ხილვა მსურს, რათა მომავალში სწორი გადაწყვეტილებები მივიღო.

ანზორ მექვაბიშვილს რაც შეეხება. ის ახალგაზრდა და საინტერესო მოთამაშეა. რამდენიმე თვეა მისი სახელი მონიშნული მაქვს, კარგი ტექნიკა აქვს და გუნდზე დადებით ზეგავლენას ახდენს. თუმცა, მიმაჩნია, რომ ნაკრებში გამოძახება საკმაოდ ადრეა, ერთი სრული სეზონი მაინც უნდა ჩაატაროს.

მეკარეებს რაც შეეხება, სამწუხაროდ, მაკარიძეს ისევ არ გვეყოლება. ის “ალმერიასთან” ერთად პლეი-ოფში ითამაშებს და მესმის მისი, უდუდიესი გამოწვევაა, რადგან საუკეთესო ლიგაში თამაშის შანსი აქვს. კუპატაძე ვარჯიშებზე კარგად გამოიყურებოდა და რუმინეთთან 99%-ით ძირითადში ის ითამაშებს. ნიდერლანდებთან მატჩის შესახებ კი ჯერ გადაწყვეტილება არ მიმიღია.

ყველა ფეხბურთელს ვაკვირდებით, რომლებსაც ნაკრებისთვის რაღაცის მიცემა შეუძლია. თუმცა, ახალგაზრდების ნაკრებში გამოძახება ადვილი არაა. შესაძლოა, ეს მისთვის მოტივაცია გახდეს ან პირიქით, ჩათვალოს რომ ძალიან მაღალ დონეზეა. დარწმუნებით მინდა ვთქვა, რომ ყველა ფეხბურთელი, ვინც ეროვნულ გუნდში თამაშს დაიმსახურებს, აუცილებლად მოხდება.

გრიგალავამ ნაკრები ესპანეთის ნაკრებთან თამაშის შემდეგ დატოვა. ჩვენ საუბარი გვქონდა. მან თქვა, რომ უკმაყოფილო იყო უთამაშებლობით, ძირითადში ყოფნა სურდა. ნაკრები ისეთი ორგანიზმია, სადაც თამაში უნდა დაიმსახურო. კლუბში თამაშის დროსაც ნაკრებზე უნდა იფიქრო, რადგან ეს სიამაყეს გაძლევს. გრიგალვასთან საუბრის შემდეგ ცხადი გახდა, რომ წესებს არ ეთანხმებოდა, ამ პროექტში ბოლომდე ჩართული არ იყო. მე კი გუნდში ისეთი ფეხბურთელები მინდა, ვინც ნაკრებისთვის თავს ბოლომდე დადებენ და წესებს დაემორჩილებიან.

ტაქტიკაზე დღეს არ ვისაუბრებ. ამ მატჩებში იმ ფეხბურთელებს მივცემთ შანსს, ვისაც მარტში არ უთამაშია. მატჩს მოსაგებად თამაშობ და ყველაფერს გავაკეთებთ ამისთვის. ვეცდებით, რომ დისციპლინის ის დონე შევინარჩუნოთ, რაც ნაკრებმა მარტის თამაშებში აჩვენა. სექტემბერში უმნიშვნელოვანესი თამაშები გველის, მიზანი იმ მატჩებისთვის მომზადებაა. ქულებით თავს ვერ მოვიწონებთ, თუმცა ვთვლი, რომ კარგ გზაზე ვდგავართ. თუ ზრდა გვსურს, თამაშზე მეტი კონტროლის აღება უნდა ვცადოთ და მხოლოდ კონტრშეტევის იმედად არ უნდა ვიყოთ.

ტრავმის შემდეგ დაბრუნება ადვილი არაა, თან ისეთი დაზიანების მერე, რაც ჯანო ანანიძეს ჰქონდა. არაერთხელ მითქვამს, კონკურენციას ნებისმიერ პოზიციაზე მივესალმები.

კვარაცხელიაზეა დამოკიდებული სად წავა თუ ყაზანში დარჩება. თუ “რუბინიდან” წავა, ისეთ კლუბში უნდა წავიდეს, სადაც ენდობიან და სასწავლად დროს მისცემენ. ჯერ 20 წლისაა და ბევრი რამ აქვს სასწავლი. ჩემი აზრი მას უკვე ვუთხარი. როცა ახალგაზრდა ხარ, თამაშით სწავლობ, ხოლო როცა სათადარიგოთა სკამზე დიდ დროს ატარებ, კარგავ ფორმას, კარგავ დროს. ის დიდი ტალანტია და მას წარმატებები მინდა ვუსურვო.”

წყარო

SHARE