ყენიას კარიერის გაგრძელება გერმანიაში აპირებს

332

ლევან ყენია საბურთალოსთან კონტრაქტის გახანგრძლივებას არ აპირებს და კარიერის გაგრძელებას გერმანიაში იმედოვნებს.

ქართველმა ფეხბურთელმა სამომავლო გეგმების შესახებ უკრაინულ გამოცემასთან, football24-თან ინტერვიუში ისაუბრა და განაცხადა, რომ კარიერის დასრულების შემდეგ, მწვრთნელობა სურს.

ლევან ყენიაკორონავირუსის გამო პრობლემები ქართულ ფეხბურთშიც შეიქმნა. მატჩები არ ტარდებოდა, რამაც ფინანასური პრობლემები გამოიწვია. ახლა გერმანიაში ვიმყოფები, საბურთალოსთან კონტრაქტი კი 2 კვირაში მიმთავრდება და ხელშეკრულების გახანგრძლივებას არ ვაპირებ. საქართველოში დაბრუნება ახლა ძალიან რთულია, რეისები არ არის. 

გერმანიაში ვცხოვრობ და ოჯახიც აქ კომფორტულად გრძნობს თავს. 30 წლის ვხდები და მომდევნო 2-3 წლის გატარება გერმანულ მოედნებზე მსურს. შესაძლოა, მესამე დივიზიონში. ახლა მოლოდინის რეჟიმში ვარ. 

მეორე ბუნდესლიგა შესაძლებელია? 

კარგი იქნებოდა, მაგრამ ეს გერმანიაა და უპირატესობას ახალგაზრდა მოთამაშეებს ანიჭებენ. ვნახოთ, ფეხბურთში ყველაფერი შესაძლებელია. ყოველთვის მებრძოლი ვიყავი და ახლაც ჩემი შანსის ძიებაში ვარ. კარიერის ღირსეულად დასრულება მინდა, რადგან ჯერ კიდევ დამრჩა რაღაც სათქმელი. 

რა გემგები გაქვს კარიერის დასრულების შემდეგ? 

სამწვრთნელო ლიცენზიის აღებას ვგეგმავ. დიდი გამოცდილება დამიგროვდა, რომელიც ამ საქმეში გამომადგება. უამრავ ადამიანს შევხვდი, რამდენიმე კულტურას გავეცანი და ოთხ ენაზე ვსაუბრობ. ვფიქრობ, საქმეში ამის რეალიზება შემიძლია, საფეხბურთო ენა კი ყველგან ერთნაირია.

წყარო: adjarasport.com

SHARE