შოთა არველაძე რაფაელ ვან დერ ვაარტმა დაპატიჟა

355
ჰოლანდიელმა ნახევარმცველმა რაფაელ ვან დერ ვაარტმა ფეხბურთელის კარიერის დასრულების შემდეგ გამოსამშვიდობებელი მატჩის ჩატარება გადაწყვიტა და მასში მონაწილეობის მისაღებად შოთა არველაძე მიიწვია, – ამის შესახებ ინფორმაცია არველაძეების საქველმოქმედო ფონდმა გაავრცელა.
ვან დერ ვაარტმა და შოთა არველაძემ “აიაქსში” ერთად ორი წელი ითამაშეს, შემდეგ კი ჰოლანდიელი “ჰამბურგში” გადავიდა. ამ ქალაქთან განსაკუთრებული მოგონებები აკავშირებს და ამიტომაც გადაწყვიტა გამოსამშვიდობებელი მატჩის იქ გამართვა.
“რაფაელ, მადლობა, რომ ჰამბურგში გამოსამშვიდობებელ მატჩზე მიმიწვიე! რაფა, ჩემთვის პრივილეგია იყო შენთან თამაში. ერთად იმდენი კარგი დრო გავატარეთ”, – წერს შოთა სოციალურ ქსელში.

13 ოქტომბერს ჰამბურგის “ფოლკსპარკშტადიონზე” ერთმანეთს “რაფას ჰამბურგის ვარსკვლავები” და “რაფას ოლ სტარი” შეხვდებიან.

წყარო: sportall.ge

SHARE