შოტლანდიელი ფეხბურთელი: „რეინჯერსმა“ გვილიას თამაშის ტემპის წარმართვის საშუალება არ უნდა მისცეს

316
პოლონეთის ჩემპიონმა “პიასტ გლივიცეს” რიგებში, შოტლანდიელმა ნახევარმცველმა ტომ ჰეითლიმ heraldscotland-სა და hitc-ს ინტერვიუ მისცა “რეინჯერსსა” და “ლეგიას” შორის ევროპა ლიგის პლეი-ოფის მომავალი დაპირისპირების შესახებ და პოლონელთა რიგებში გამორჩეულ ფეხბურთელებს შორის პირველი ვაკო გვილია დაასახელა.
“ნახევარდაცვა “ლეგიას” ყველაზე ძლიერი რგოლია. მათ ჰყავთ ძალიან დახვეწილი ფეხბურთელი, ვალერიან გვილია, რომელიც ტიპური ევროპელი ნახევარმცველია. ის ფიზიკურად დიდი არ არის, თუმცა ბურთთან ერთად ძლიერი ფეხბურთელია, ძალიან კარგი ტექნიკა აქვს და პასების მდიდარი არსენალი. ის ეცდება შეხვედრის ტემპის კონტროლს, ასე რომ, “რეინჯერსი” უნდა ეცადოს და გვილიას თამაშის წაყვანის საშუალება არ მისცეს”, – ამბობს შოტლანდიელი ნახევარმცველი.
ვარშaვის “ლეგიასა” და გლაზგოს “რეინჯერსს” შორის პირველი შეხვედრა ხუთშაბათს, 22 აგვისტოს გაიმართება. შეხვედრა თბილისის დროით 22:00 საათზე დაიწყება. გლაზგოური კლუბის მთავარი მწვრთნელი “ლივერპულის” ლეგენდა სტივენ ჯერარდი გახლავთ.
წყარო: sportall.ge
SHARE