შუმახერი ისეთი აღარ არის…

490

იტალიელმა ნეიროქირურგმა ნიკოლა აკიარიმ ფორმულა 1-ში მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონის, „ფერარის“ ყოფილი პილოტის მიხაელ შუმახერის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დეტალები გაამხილა.

2013 წლის დეკემბერში გერმანელმა თხილამურებით სრიალისას თავის ქალის მძიმე ტრავმა მიიღო და დღემდე აღდგენით კურსს გადის.

„ეს ადამიანი ძალიან განსხვავდება იმისგან, ვისაც ჩვენ ფორმულა 1-ის ტრასებიდან ვიცნობდით, – განაცხადა სპეციალისტმა Contro Copertina-სთან კომენტარში. – მისი ორგანული სტრუქტურა, კუნთებისა და თავის ქალის სტრუქტურა შეიცვალა და გაუარესდა. ეს არის ტვინზე მიღებული დაზიანების შედეგი“.

კომიდან გამოსვლის შემდეგ, მიხაელ შუმახერი ერთხელაც არ გამოჩენილა პუბლიკის წინაშე. მისი ოჯახის წევრები საიდუმლოდ ინახავენ ყოფილი პილოტის ჯანმრთელობის მდგომარეობას.

წყარო: lelo.ge

SHARE