„ჩიხურა“ – „აბერდინი“ – სტუმარ-მასპინძელი შეიცვალა

527

საჩხერის „ჩიხურასა“ და „აბერდინის“ მატჩების სტუმარ-მასპინძელი შეიცვალა. წილისყრის შედეგებით, პირველი მატჩისთვის შოტლანდიას უნდა ემასპინძლა, მაგრამ მხარეების შეთანხმების საფუძველზე პირველი თამაში თბილისში გაიმართება.

25 ივლისს, მატჩს „დინამო არენა“ უმასპინძლებს, ხოლო 1 აგვისტოს გუნდები „პიტოდრი სთედიუმზე“ ითამაშებენ.

ცვლილების მიზეზი ისაა, რომ „დინამო თბილისი“ ასევე ევროპა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე პირველ მატჩს სტუმრად ატარებს აზერბაიჯანში, „გაბალასთან“ და შესაბამისად, ორივე გუნდი ერთ დღეს საპასუხო შეხვედრას ერთ სტადიონზე ვერ გამართავდა.

წყარო: worldsport.ge

SHARE