ყოფილი ესპანელი ფეხბურთელი ხაბი ალონსო მშობლიურ “სოსიედადში” მთავარი მწვრთნელის რანგში დაბრუნდა.
“რეალის”, “ლივერპულისა” და “ბაიერნის” ექს-ნახევარმცველი სან-სებასტიანელთა სარეზერვო გუნდს ჩაუდგა სათავეში.
შეგახსენებთ, რომ ბასკეთში დაბრუნებამდე, ალონსო “სამეფო კლუბის” ბავშვთა აკადემიაში მუშაობდა.
ხაბი სამწვრთნელო საქმიანობას “თეთრ-ლურჯებში” უკვე შეუდგა.
წყარო: goal.ge