მადლობასთან ერთად, ბოდიშიც მინდა მოგიხადოთ – გაგამარუ გულშემატკივრებს მიმართავს

79

ქართველი სუმოისტი თეიმურაზ ჯუღელი, იგივე გაგამარუ “ფეისბუქის” საშუალებით გულშემატკივრებს მიმართავს.

“მოგესალმებით ყველას. ჩემო გულშემატკივრებო, მინდა მადლობა გადაგიხადოთ იმ გამხნევებისა და გვერდში დგომისათვის, რასაც ასეთ სიტუაციაში ვიღებ თქვენგან და დიდი მადლობა გულწრფელი გულშემატკივრობისათვის. მადლობასთან ერთად, ბოდიშიც მინდა მოგიხადოთ, რადგან ვერ შევძელი თქვენი გახარება. ბევრჯერ წამიგია, თუმცა დღეს ორმაგად მტკივა გული. პირველ რიგში თქვენ წინაშე და მეორე იმის გამო, რომ მთელი გულითა და სულით მოვემზადე, მაგრამ ასეთი შედეგი დამიდგა. თუმცა ხელის ჩაქნევას არ ვაპირებ. იმედი მაქვს, ყოველგვარი შრომა დაფასდება და მეც გავაგრძელებ შრომას, რათა ჩემი სპორტული მოღვაწეობით თქვენთვის მცირეოდენი სიხარულის მონიჭება შევძლო. დიდი მადლობა გულშემატკივრებო. ყველა, ქართველი თუ არაქართველი ძალიან მაგრად მიყვარხართ!”

დღეს, 19 ივლისს, ნაგოია ბაშოს მე-13 დღეს გაგამარუმ მე-11 მარცხი განიცადა. სამწუხაროდ, გაგას მხოლოდ ორი მოგება აქვს და მომავალ ბანძუკეში რეიტინგში დაქვეითება ელის. თეიმურაზ ჯუღელი ტრავმით ასპარეზობს, მას მარჯვენა ფეხის თითი აქვს მოტეხილი.
წყარო: sportall.ge
SHARE