31 ივლისიდან მაყურებელთან ერთად

363

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის (GFF) ინფორმაციით, ეროვნულ ლიგაში მაყურებელი დაშვებულია, წინასწარ შემუშავებული პროტოკოლი დღეს დამტკიცდა, 31 ივლისს კი თელავისა და თბილისის მერანის დაპირისპირებაზე ფანებს ვიხილავთ…

ეროვნული ლიგის მე-8 ტურიდან მაყურებელი სტადიონზე დაიშვება. გულშემატკივარს სტადიონზე შესვლა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული პროტოკოლის მიხედვით მოხდება.

ეროვნულ ლიგაში გულშემატკივრის დასწრების პროტოკოლი

– ტრიბუნებზე დასაჯდომი ადგილის 33% უნდა იყოს დაკავებული;
– გულშემატკივრისთვის განკუთვნილი სკამები შესაბამისად უნდა იყოს მონიშნული;
– გულშემატკივარი ერთმანეთისგან 2-2 სკამის გამოტოვებით უნდა განთავსდეს;
– შიდა დახურულ საჯარო სივრცეებში აუცილებელია პირბადის გამოყენება;
– შეჯიბრის მონაწილეთათვის და დამსწრეთათვის სავალდებულოა ხელის ჰიგიენა;
– ხელის ჰიგიენის საშუალება არ უნდა იყოს 70%-იანი სპირტის შემცველ ხსნარზე ნაკლები;
– შეჯიბრში მონაწილეებმა მინიმალურად უნდა გამოიყენონ საერთო სპორტული ინვენტარი, გარდა ბატუტისა და ბურთისა;
–  მატჩის შემდგომ უნდა ჩატარდეს დასაჯდომი ადგილების დეზინფექცია;
– უნდა იყოს გაკრული აბრები ყველასთვის, რომ არ ჩამოართვან ხელი ერთმანეთს და დაიცვან დისტანცია;
– გულშემატკივრები სტადიონზე შესვლამდე თერმო-სკრინინგს გაივლის.
– აღნიშნული რეკომენდაციებით ჩატარდება შეჯიბრები სპორტის სხვა სათამაშო სახეობებშიც: კალათბურთი, ხელბურთი, ფრენბურთი.

სპორტულ ღონისძიებებზე სტადიონზე მაყურებლის დაშვების ინიციატივით საქართველოს მთავრობას სფფ-ის პრეზიდენტმა, ლევან კობიაშვილმა მიმართა და გადაწყვეტილება უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ 21 ივლისს გამართულ სხდომაზე მიიღო.

წყარო: popsport.com

SHARE