რატომ იყო თბილისში მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი თომას ჰესლერი

524

თბილისს ძალიან მოულოდნელი სტუმარი ჰყავდა – თომას ჰესლერი, მსოფლიოს ჩემპიონი, გერმანიის ნაკრების ყოფილი ლიდერი, გასული საუკუნის 80-90-იანი წლების ერთ-ერთი გამორჩეული ვარსკვლავი და ტექნიკური ნახევარმცველი.

ჰესლერი თბილისში “საბურთალოს” მიწვევით იმყოფებდა – უცნობია, მოლაპარაკებაზე რა საკითხები განიხილეს. მაგრამ შევიტყვეთ, რომ თანამშრომლობის დეტალებზე ილაპარაკეს – საქართველოს მოქმედმა ჩემპიონმა ჰესლერს პარტნიორობა შესთავაზა.

ჩვენი ინფორმაციით, ჰესლერს “საბურთალოს” ხელმძღვანელობასთან პირადი კავშირები აქვს. საქართველოს მოქმედ ჩემპიონ კლუბში გერმანელი მსოფლიოს ჩემპიონის ვიზიტის შესახებ ინფორმაციას არ ასაჯაროებენ და არც კომენტარს აკეთებენ. კომენტარი თავად ჰესლერმაც არ ისურვა.

“საბურთალო” ცდილობს იმ დიდი შოკიდან გამოსვლას, რასაც ევროპის ლიგაზე მიიღო და, ამავე დროს, ცდილობს განვითარებას, რათა კლუბი ქართული ფეხბურთის ევროპული ფანჯარა გახდეს.

“საბურთალოს” ამოცანა არა ლოკალური ჩემპიონობა, არამედ საერთაშორისო სარბიელზე წარმატებული გამოსვლა და განვითარებაა. წლევანდელმა ევროგამოსვლამ კი გუნდის ინიჯს დიდი დარტყმა მაიყენა. ამიტომ კლბში რადიკალურად გადაწყვიტეს ვიღარების შეცვლა. თომას ჰესლერის დონის ვარსკვლავთან თანამშრომლობა კი მოულოდნელი და სასიამოვნო სიურპირიზია.

მთავარი – ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ “საბურთალო” და ჰესლერი ითანამშრომლობენ, მაგრამ ეს უახლოეს პერიოდში გადაწყდება.

თომას ჰესლერი

დაიბადა: 1966 წლის 30 მაისს ბერლინში (დას. გერმანია)
სიმაღლე: 166 სმ
პოზიცია: ნახევარმცველი

ახალგაზრდული კარიერა
1976-79    მეტეორი 06
1979-84    რაინიკენდორფი

პროფესიული კარიერა
1984-90    კიოლნი               149 (17)
1990-91    იუვენტუსი          32 (1)
1991-94    რომა                    88 (11)
1994-98    კარლსრუე            118 (28)
1998-99    დორტმუნდი        18 (2)
1999-03    მიუნხენ 1860       115 (21)
2003-04    ზალცბურგი         19 (1)

ეროვნული ნაკრები
1987-88    გფრ                    11 (0)
1988-00    გერმანია             101 (11)

სამწვრთნელო კარიერა
2007-08   ნიგერია (ასისტენტი)
2008-10   კიოლნი (ასისტენტი)
2014-15   პადიდე (ასისტენტი)
2016-19   ბერლინ იუნაიტედი

თომას ჰესლერი გერმანიის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელია. მისი მაისურით 111 მატჩი ჩაატარა. იყო იმ ფორმაციის ბუნდესნაკრების წევრი, რომლებმაც 1990 წლის მუნდიალი და 1996 წლის ევროპის ჩემპიონატი მოიგო. ასევე მონაწილეობდა 1994 და 1998 წლების მსოფლიო ჩემპიონატებზე, 1992 და 2000 წლების ევროპის ჩემპიონატებზე, პლუს 1988 წლის სეულის ოლიმპიურ თამაშებში.

საკლუბო კარიერა

ჰესლერმა პროფესიული კარიერა დაიწყო 1984 წელს “კიოლნში” და მისი ფორმით ბუნდესლიგაში 6 წარმატებული წელი ითამაშა – კლუბს ორჯერ გერმანიის ვიცე-ჩემპიონის ტიტულის მოპოვებაში დაეხმარა.

1990 წლის მსოფლიო თასის მოგების შემდეგ, ჰესლერი “იუვენტუსში” 15 მილიონი გერმანული მარკის საფასურად გადავიდა. მან ტურინში მხოლოდ ერთი წელი დაჰყო და 14 მილიონ მარკად მეორე იტალიურ გრანდ “რომაში” გადავიდა – “ჯალოროსიში” ის სამი წლით დარჩა და 88 მატჩში 11 გოლი გაიტანა.

1994 წელს ჰესლერმა ბუნდესლიგაში დაბრუნება გადაწყვიტა. მიუხედავად გერმანული გრანდების შეთავაზებებისა, მან კონტრაქტი გააფორმა “კარლსრუესთან” – “რომას” გარიგებაში 7 მილიონი მარკა გადაეხადეს, რაც გერმანული კლუბისთვის სარეკორდო თანხა იყო. მომდევნო სამი წლის განმავლობაში “კარლსრუე”, მისი ლიდერის დამსახურებით, ბუნდესლიგის სამეულში დაწინაურდა და 1996-97 და 1997-98 წლებში უეფას თასზეც მონაწილეობდა.

1996 წელს “ინტერტოტოს თასის” გათამაშებაში გამარჯვებით, “კარლსრუე” არამარტო უეფას თასზე მოხვდა, არამედ ტურნირის მეორე ეტაპიდან… ჰესლერის ყოფილი კლუბის, “რომას” გამოგდება მოახერხა.

1997-98 წლების სეზონის ბოლოს კლუბში ვითარება მნიშვნელოვნად გაუარესდა. თავის კარიერაში ჰესლერი პირველად აღმოჩნდა გუნდში, რომელსაც დაქვეითება ემუქრებოდა. მან კიდევ ერთხელ აჩვენა თავისი არაჩვეულებრივი უნარი და სეზონის ბოლო სამ თამაშში 4 გოლი გაიტანა. თუმცა, ჰესლერის მონდომების მიუხედავად, “კარლსრუემ” სეზონის ბოლო, დრამატული მატჩი წააგო და ბუნდესლიგიდან გავარდა.

კონტრაქტის პირობების გამო, ჰესლერმა გუნდი დატოვა და დორტმუნდის “ბორუსიას”  შეუერთდა, რომელმაც 1997 წელს ჩემპიონთა ლიგა მოიგო. იქ ის შეხვდა მაიკლ სკიბეს, გერმანიის ეროვნულ გუნდის მთვარი მწვრთნელის ყოფილ ასისტენტს, რომელიც შემდეგ 32 წლის ასაკში ბუნდესლიგის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა მწვრთნელი გახდა.

სეზონის განმავლობაში ჰესლერსა და სკიბეს შორის სერიოზული დავა წარმოიქმნა, რადგან ეს უკანასკნელი ანდრეას მიოლერს ენდობოდა. საბოლოოდ, ჰესლერმა მხოლოდ 18 მატჩი ჩაატარა და 90 წუთი ერთხელაც არ უთამაშია.

საკლუბო ჯილდოები

კიოლნი
უეფას თასის ფინალისტი: 1985-86
მეორე ადგილი ბუნდესლიგაში: 1988-89, 1989-90

იუვენტუსი
იტალიის სუპერთასის მონაწილე: 1990

რომა
მეორე ადგილი იტალიის თასზე: 1992-93
იტალიის სუპერთასის მონაწილე: 1991

კარლსრუე
გერმანიის თასის ფინალისტი: 1995-96

სანაკრებო კარიერა (გერმანია)
მსოფლიოს ჩემპიონი: 1990 წელი
ევროპის ჩემპიონი: 1996 წელი
ევროპის ვიცეჩემპიონი: 1992 წელი
ოლიმპიადა: 1988 ბრინჯაოს მედალი

ინდივიდუალური პრიზები
ბუნდესლიგის სეზონის სიმბოლური ნაკრები (Kicker-ის ვერსია): 1987-88, 1988-89, 1989-90, 1995-96
გერმანიის წლის ფეხბურთელი: 1989, 1992
მსოფლიო ჩემპიონატიყველაზე მეტი ზუსტი გადაცემის ავტორი: 1994
ევროპის ჩემპიონატის სიმბოლური გუნდის წევრი: 1992
მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშე (ფიფას ვერსია): ბრინჯაოს პრიზი 1992
ფიფას წლის სიმბოლური ნაკრები: 1999

წყარო: lelo.ge

SHARE