ტოჩინოშინის ემოციური წერილი შვილს

555
ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგაძემ, იგივე ტოჩინოშინმა, საკუთარ შვილს 2 წლის იუბილესთან დაკავშირებით სოციალურ ქსელ “ინსტაგრამში” წერილი მიუძღვნა.

 

“დღეს ორი წელი გახდა, რაც დაიბადე, ჩემო ანგელოზო. თუმცა სულ ორჯერ გნახე და არც კი მიცნობ. მადლობა უფალს, რომ შენი თავი მაჩუქა!! ჩვენ შორის დიდი მანძილია და ვიცი, როგორ ძალიან გაკლივარ, მაგრამ მამას ძალიან უყვარხარ და სულ მეყვარები მუდამ, სადაც არ უნდა ვიყო, ჩემო პატარა!! შენ მე დიდ ძალას მაძლევ და გამძლეობას, რომ კიდევ ვიბრძოლო. ჩემი პირველი შვილი და დიდი სიყვარული ხარ, უყვარხარ მამას❤️
Sportall.Ge
ლევანი კი ბაშოს სულ 2 დღეში დაიწყებს. ტოჩის ოძეკის ტიტულის დასაბრუნებლად მინიმუმ 10 ბრძოლის მოგება დასჭირდება.
წყარო: sportall.ge
SHARE