ბელგიური გამოცემა: ჩაკვეტაძე საჩემპიონო ბრძოლაში „გენტის“ საიდუმლო იარაღია, თუმცა…

453
ბელგიური გამოცემა voetbalkrant აქვეყნებს სტატიას სათაურით – “გიორგი ჩაკვეტაძე 2020 წელს საჩემპიონო ბრძოლაში “გენტის” საიდუმლო იარაღია, თუმცა როგორ უნდა გამოიყენონ ის?”

 

Sportall.ge გთავაზობთ აღნიშნული სტატიის თარგმანს.

 

“ჩაკვეტაძე სულ ახლახანს დაბრუნდა, თუმცა მისი ძირითად შემადგენლობაში მოხვედრა დიდი დროს არ წაიღებს. მთავარი შეკითხვა აქ ჩნდება, იეს ტორუპმა რა პოზიციაზე უნდა ათამაშოს ის?

 

ოვუსუმ აჩვენა, რომ დაცვითი სტილის ძალიან კარგი ნახევარმცველია, კუმსი და ოჯიჯა ძალიან კარგად თამაშობენ. არც ჯონათან დეივიდის ინტერესები უნდა დავივიწყოთ.

 

ამასთანავე, “გენტი” თავდასხმაშიც მშვენივრად გამოიყურება დეპუატრესა და იარემჩუკით. ქვილითაიასა და ბეზუსთან ერთად შეტევაში კიდევ რამდენიმე არჩევანია სხვადასხვა პოზიციაზე სათამაშოდ და ეს გუნდის ძლიერი მხარეა.

 

კიდევ ერთი კითხვა იბადება, შეძლებს ჩაკვეტაძე იარემჩუკისა და დეივიდის შემადგენლობიდან ამოგდებას? ეს უახლოეს მომავალში რეალური არ ჩანს. არც იმის შანსია რეალური, რომ მთავარმა მწვრთნელმა სათამაშო სისტემა შეცვალოს.

 

ქართველს კარგად შეუძლია თამაში, როგორც მარცხენა გარემარბად, ისე შემტევ ნახევარმცველად და საკუთარი თავის პოვნა სხვადასხვა სისტემაში შეუძლია. სწორედ აქ არის “გენტის” სიძლიერე პლეი-ოფებში: ჩაკვეტაძესთან ერთად გუნდს ძალიან ბევრი არჩევანი აქვს.

 

გასულ სეზონში, ჩაკვეტაძის ბურთთან ყოველი შეხება რაღაცით სრულდებოდა. ამას გარდა, “ჩაკი” მხოლოდ 20 წლისაა და “ბუფალოსთან” კონტრაქტი კიდე დიდი ხნით აკავშირებს. ბოლო თვეებში კლუბი მოთმინებით ელოდა მისი მუხლის მორჩენას – ახალი წლის შემდეგ ხომ ევროპა ლიგის პლეი-ოფი და გრძელი, რთული სეზონია.
წყარო: sportall.ge
SHARE