6 წლის ბიჭს რომელმაც და ნაგაზისგან გადაარჩინა, მსოფლიო კრივის საბჭომ საპატიო მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მიანიჭა

804

აშშ-ში, უაიომინგის შტატში, ექვსი წლის ბიჭი, ბრიჯერ უოკერი გადაეფარა დას, რომელსაც გერმანული ნაგაზი დაესხა თავს.

9 ივლისს, როდესაც 1 წლის გერმანულმა ნაგაზმა უოკერის 4 წლის დაზე გადაწყვიტა თავდასხმა, ის დას გადაეფარა, რა დროსაც ძაღლისგან არაერთი დაზიანება მიიღო.

ორსაათიანი ოპერაციის განმავლობაში ბრიჯერს სახეზე 90 ნაკერი დაადეს.

აღნიშნულ ფაქტს გამოეხმაურა მსოფლიო კრივის საბჭო (WBC), რომელმაც 6 წლის გმირ ძმას საპატიო მსოფლიო ჩემპიონის წოდება მიანიჭა.

“ჩვენ გვაქვს პატივი, რომ ბრიჯერი საპატიო მსოფლიო ჩემპიონად დავასახელოთ მისი გმირული საქციელის გამო, რომელიც გამოხატავს ადამიანების უმაღლეს ღირებულებებს. შენ გმირი ხარ, უოკერ!” – წერია WCB-ს განცხადებაში

წყარო: lelo.ge

SHARE