(ვიდეო) თბილისის დინამოს ზედიზედ მეორე დერბი და დაწინაურება სატურნირო ცხრილში

344

ეროვნული ლიგის მე-4 ტურის ერთ-ერთი ცენტრალური შეხვედრა თბილსიში, “დინამო არენაზე” გაიმართა – თბილსის “დინამო” “ლოკომოტივს” დაუპირისპირდა. მასპინძელთა უპირატესობა პირველივე ტაიმიდან გამოიკვეთა, ამას დაემატა ისიც, რომ პირველი ნახევრის მიწურულს “ლოკომოტივი” 10 კაცით დარჩა, არბიტრმა კიკაჩეიშვილმა მოედნიდან რკინიგზელტა კაპიტანი დავით უბილავა გააძევა.

მეორე ტაიმი დინამოელთა სრული უპირატესობით წარიმართა, რაც საბოლოოდ ანგარიშშიც აისახა – 4:0 მასპინძელთა სასარგებლოდ.

ამრიგად, ზედიზედ მეორე მოგებული დერბის შემდეგ დინამოელები სატურნირო ცხრილს სათავეში ჩაუდგნენ.

წყარო: lelo.ge

SHARE