ატალანტა ჩემპიონთა ლიგის მატჩები შესაძლოა სან სიროზე გამართოს

394

ჩემპიონთა ლიგის დებიუტანტი ბერგამოს “ატალანტა” სტადიონის ძიებაშია.

საქმე იმაშია, რომ “შავ-ლურჯების” ამჟამინდელი არენა “აძური დ’იტალია” რეკონსტრუქციის სტადიაზე იმყოფება და უეფას სტანდარტებს არ აკმაყოფილებს.

Football Italia “ქალღმერთებისთვის” შესაფერის ვარიანტად “სან სიროს” ასახელებს.

აღსანიშნავია, რომ მილანური გრანდების სტადიონზე თავად “ატალანტაც” ფიქრობს.

“ინტერისა” და “როსონერის” პასუხი ჯერჯერობით უცნობია.

წყარო: goal.ge
SHARE