BBC: ტოკიოს ოლიმპიადა გადადებულია!..

450

BBC-ის ინფორმაციით, არანაირი ეჭვი არ არსებობს იმის თაობაზე, რომ ტოკიოს ზაფხულის თამაშები დათქმულ დღეს (24 ივლისი) ვერ დაიწყება. ეს კი იმას ნიშნავს, იაპონიის დედაქალაქი ამ ზაფხულს პლანეტის უმთავრეს სპორტულ ფორუმს ვერ უმასპინძლებს.

დაახლოებით ერთი კვირის წინ საერთაოშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი თომას ბახი ამბობდა, რომ იმ მომენტისთვის ტოკიოს თამაშების გადადების მიზეზს ვერ ხედავდა, თუმცა “იმ მომენტმაც” გაიარა და ბახი დარწმუნდა, რომ პანდემიის მზარდი ტემპი “გაურკვეველს” (მისი სიტყვებით) ხდის ოლიმპიადის მომავალს და იქვე დასძენს, რომ “ადამიანების ჯანმრთელობა პირველი რიგის საზრუნავია”.

მაინც როდისთვის გადაიდება ოლიმპიადა? ამის თქმა ძნელია იმდენად, რამდენადაც ოფიციალურად ჯერ გადადებაც არ დადასტურებულა. ალბათ, ეს იქნება მომავალი წლის ზაფხულში. თუმცა არც ის არის გამორიცხული, ოლიმპიადის დაწყების თარიღმა ოქტომბრისთვის გადაიწიოს. სხვათა შორის, სწორედ ოქტომბერში უმასპინძლა ტოკიომ 1964 წლის ზაფხულის თამაშებს.

წყარო: lelo.ge

SHARE