საქართველო-რუსეთის მატჩის თარიღი გადაწყდა

487

მოგეხსენებათ, მიმდინარე წლის 14 მარტს “რაგბი ევროპის ჩემპიონატის” ბოლო ტური უნდა გამართულიყო, რომელშიც საქართველოს ნაკრებს თბილისში, რუსეთის ნაკრებითვის უნდა ემასპინძლა, მაგრამ კორონავირუსის პანდემიის გამო, ეს შეხვედრა მაშინ გაურკვეველი ვადით გადაიდო. ახლა კი “რაგბი ევროპამ” ამ შეხვედრის გამართვის ახალი თარიღი დაადგინა – მატჩი თბილისში 1 ნოებერს, 16:00 საათზე გაიმართება, ოღონდ ჯერჯერობით, უცნობია, მაყურებლით თუ მათ გარეშე.

ასევე 1 ნოემბერს ბუქარესტში, რუმონეთის ნაკრები ბელგიას უმასპინძლებს, ხოლო ტური 15 ნოემბერს მადრიდში ესპანეთისა და პორტუგალიის შეხვედრით დასრულდება.

შეგახსენებთ, ამ გათამაშებაში საქართევლოს ნაკრები 19 ქულით პირველ ადგილზეა და მეტოქეთათვის მიუწვდომელია…

თამაში ქულა 
1 საქართველო 4 19
2 პორტუგალია 4 9
3 ესპანეთი 4 9
4 რუსეთი 4 8
5 ბელგია 4 7
6 რუმინეთი 4 5

წყარო: live.ge

SHARE