U19 – საქართველომ ყაზახეთიც დაამარცხა და ჯგუფში ლიდერია

114

19-წლამდელთა ნაკრებებმა უნგრეთში მიმდინარე ევროშესარჩევის მეორე მატჩიც მოიგო. ამჯერად რამაზ სვანაძის გაწვრთნილებმა ყაზახი თანატოლები 3:1 დაამარცხეს. ქართველთაგან იაკობიძემ დუბლი შეასრულა, ერთი გოლიც დავითაშვილმა გაიტანა

საქართველოს ნაკრებმა ასეთი შემადგენლობით ითამაშა:

საქართველო (4-4-2): კუპატაძე – კაპანაძე (85. აწყურელი), გელაშვილი, ჯანგიძე, კალანდაძე – გულიაშვილი, მექვაბიშვილი (79. გაგნიძე), დავითაშვილი (კაპ.), აზაროვი (85. ჭავჭანიძე) – იაკობიძე (79, გაგუა), მოისწრაფიშვილი (61. მესიაჩენკო).

მწვრთნელი: რამაზ სვანაძე.

 1. საქართველო 2 2 0 0 7-3 6
 2. ხორვატია 1 1 0 0 3-0 3
 3. უნგრეთი 1 1 0 0 2-4 0
 4. ყაზახეთი 2 0 0 2 1-6 0

გადამწყვეტ შეხვედრას საქართველოს ნაკრები ხორვატიასთან 15 ოქტომბერს გამართავს.

წყარო: lelo.ge

SHARE