UFC უიტეკერი VS რომეროს რემატჩზე მუშაობს

1208

MMA-ის ცნობილი ჟურნალისტის არიელ ჰელვანის ინფორმაციით, UFC-ის მატჩმეიქერები ავსტრალიელი რობერტ უიტეკერისა და კუბელი იოელ რომეროს რემატჩზე მუშაობენ.

შეგახსენებთ, მათი პირველი შეხვედრა 2017 წლის 8 ივლისს შედგა, სადაც ავსტრალიელმა გაიმარჯვა და საჩემპიონო ქამრის მფლობელიც გახდა.

ტრავმების გამო უიტეკერს ამის შემდეგ ბრძოლა არც ჩაუტარებია.

ჰელვანისვე ინფორმაციით, მოსალოდნელია, რომ რევანში 9 ივნისს UFC 225-ზე ჩიკაგოში შედგება.

SHARE