(ვიდეო) ტოჩინოშინი, ენდო, მონოი და… დადებითი ბალანსის შენარჩუნებული შანსი

1204

სექტემბრის ბაშოს მე-11 დღეს. მე-4 მაეგაშირა ტოშინოშინს მეტოქედ კომუსუბი ენდო ჰყავდა, ვისთანაც ჩვენებურს ყოველთვის დაძაბული და საინტერესო ორთაბრძლები აქვს, ეს მათი ურთიერთშეხვედრების სტატისტიკიდანაც კარგად ჩანს, აქამდე ჩატარებული 12 შეხვედრიდან, მეტქეებს 6-6 მოგება ჰქონდათ.

მე-13 ორთაბრძლა კი ნავსიანი ენდოსთვის აღმოჩნდა. ტაჩიაის შემდეგ, მეტოქეები ცდილობდნენ უპირატესობის მოპოვებას, ერთ ეპიზოდში ტოჩინოშინმა კარგად ისარგებლა მომენტით, მეტოქე ჰატაკიკომის ილეთით დოჰიოზე დაიქნია, თვითონ კი ამ მომენტში დოჰიოდან გავიდა, არბიტრმა გამარჯვება ენდოს მიანიჭა და საქმეში მონოის ჩართვა გახდა საჭირო, ეპიზოდის განხილვის შემდეგ, მსაჯთა კოლეგიამ არბიტრის გადაწყვეტილება შეცვალა და სრულიად სამართლიანად გამარჯვება ქართველს მიანიჭა. (იხილეთ ვიდეო)

ამრიგად, ამ ორთაბრძლის შემდეგ ენდომ ოფიციალურად გაიფორმა მაკე კოში (უარყოფითი ბალანსი), ტოჩიმ კი ბაშოზე მე-5 გამარჯვება იზეიმა და დარჩენილი 4 ორთაბრძოლიდან კიდევ 3-ის მოგება მართებს, რათა ბაშო კაჩი კოშით დაასრულოს.

მე-12 საშეჯიბრებო დღეს ტოჩინოშინის მეტოქე კომუსუბი ოკინოუმი იქნება, ვისაც ამ ბაშოზე უკვე მაკე კოში (უარყოფითი ბალანსი) გაფორმებული აქვს, უპირატესობა აქვს ქართველს ურთიერთშეხვედრებშიც – აქამდე გამართული 14 ორთბრძოლიდან 8 ტოჩინოშინმა მოიგო, 6 კი ოკიმნოუმიმ…

წყარო: lelo.ge

SHARE